ჯანმრთელი ქალის საშოში არსებობს ნორმოცენოზი - ნორმალური თანაფარდობა მიკროორგანიზმების სხვადასხვა სახეობებს შორის. პირველ რიგში ესენი არიან ლაქტობაქტერიები და ბიფიდობაქტერიები (ე.წ. “მეგობარი ბაქტერიები”). 

სწორედ ეს უკანასკნელნი, გამოჰყოფენ რა ცხოველმყოფელობის პერიოდში წყალბადის ზეჟანგსა და რძემჟავას, საშოში ქმნიან არახელსაყრელ პირობებს პათოგენური (“დაავადების გამომწვევი”) მიკროორგანიზმებისათვის. საშოს დანარჩენი მკვიდრები - ე.წ. პირობით-პათოგენური მიკროორგანიზმები (კანდიდას ჯგუფის სოკოები, გარდნერელები, მიკოპლაზმები, ურეაპლაზმები და სხვ.) უმცირესობას წარმოადგენენ და ნორმალური რაოდენობის პირობებში ქალის ჯანმრთელობისათვის საფრთხეს არ წარმოადგენენ. 

მთლიანობაში მიკროორგანიზმების ამგვარი დაბალანსებული თანაფარდობა უზრუნველყოფს იმ ფაქტობრივ ბარიერს, რომელიც არ აძლევს საშოში მოხვედრილ პათოგენურ ბაქტერიებს, სოკოებსა და ვირუსებს  გამრავლებისა და დაავადების გამოწვევის საშუალებას.

   



საშოში არსებული ბაქტერიების ნორმალური თანაფარდობის დარღვევის შემთხვევაში ვითარდება საშოს დისბიოზი ანუ  ბაქტერიული ვაგინოზი. ეს არის ინფექციური, არაანთებითი ხასიათის კლინიკური სინდრომი, რომელიც ხასიათდება  “მეგობარი ბაქტერიების”  - ლაქტობაქტერიების სრული გაქრობითა ან რაოდენობის მკვეთრი შემცირებით და მათი ჩანაცვლებით პათოგენური ანუ დაავადების გამომწვევი მიკროორგანიზმებით. ბაქტერიული ვაგინოზი საშოს ხშირი ინფექციური პათოლოგიაა, რომელიც აღენიშნება გამრავლების უნარის მქონე ქალების  33 - 35% და არ მიეკუთვნება სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებათა რიცხვს. 


ბაქტერიული ვაგინოზის დროს ძირითად ჩივილს წარმოადგენს საშოდან უხვი, ერთგვაროვანი, წებოვანი, კრემისმაგვარი რუხი ფერის გამონადენის არსებობა, რომელსაც გააჩნია უსიამოვნო, “გაფუჭებული თევზის” სუნი. შესაძლებელია არსებობდეს ქავილი, წვა საშოს არეში, დისკომფორტი სქესობრივი აქტის დროს.


   
 
 
ანტიბაქტერიული საშუალებებისა და ანტიბიოტიკების გამოყენებამ; 
ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების ხანგრძლივმა გამოყენებამ;
წარსულში გადატანილმა სასქესო ორგანოების ანთებითმა დაავადებებმა;
 ენდოკრინულმა დაავადებებმა (შაქრიანი დიაბეტი, ჰიპოთირეოზი);
ჰორმონალური სტატუსის ცვლილებებმა (ორსულობა, მშობიარობა, დისმენორეა, გარდატეხისა და კლიმაქტერული პერიოდი, ლაქტაცია);
სქესობრივი პარტნიორების ხშირმა ცვლამ;
 არარაციონალურმა ინტიმურმა ჰიგიენამ;
სტრესულმა სიტუაციებმა, კლიმატური ზონის ცვლამ;
ციტოსტატიკებით მკურნალობამ, სხივურმა (რენტგენო- და მაიონიზირებელი) თერაპიამ;
იმუნიტეტის დაქვეითებამ;
ორგანიზმის “გადაცივებამ”;
 არაბალანსირებულმა კვებამ, ვიტამინებისა და მიკროელემენტების უკმარობამ.

   

დროულად მიაქციეთ ყურადღება საგანგაშო სიმპტომებს.

ჩაიტარეთ პროფილაქტიკური გამოკვლევები წელიწადში 2-ჯერ. 

გაითვალისწინეთ ზემოხსენებული რეკომენდაციები.