მიკოფლუს ერთი კაფსულა შეიცავს აქტიური ნივთიერების - ფლუკონაზოლის 150 მგ-ს.
 

მიკოფლუ თანამედროვე, ეფექტური სოკოს საწინააღმდეგო საშუალებაა. 
 

მიკოფლუ მოქმედებს შემდეგნაირად - აზიანებს სოკოს უჯრედებს და აფერხებს მათ გამრავლებას ორგანიზმში.
 

საშოს სოკოვანი დაავადების  გამომწვევი შემთხვევათა 75 % -ში Candida spp ტიპის სოკოა, სწორედ  მასზე მოქმედებს მიკოფლუ და წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ საშუალებას ვაგინალური კანდიდოზის სამკურნალოდ.


წინა თაობების სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატებთან შედარებით მიკოფლუ უფრო ეფექტური და უსაფრთხოა. 

მიკოფლუ ინიშნება ვაგინალური კანდიდოზის (მწვავე და ქრონიკული მორეციდივე) სამკურნალოდ, ასევე პროფილაქტიკის მიზნით ვაგინალური კანდიდოზის რეციდივების (3 და მეტი ეპიზოდი 1 წელში)

შესამცირებლად.

 

სიფრთხილის ზომები: 

მიკოფლუ არ ინიშნება ორსულებში.